რეფლექსია
რესურსი სათაურით: „უდაბნოდან სახელმწიფოებრიობისაკენ-გრიგოლ ხანძთელის გზა,“ წარმოადგენს ლიტერატურულ გზამკვლევს. მისი შექმნა განაპირობა არა მარტო ამ ერის უდიდესი მოჭირნახულის როლისა და ადგილის წარმოჩენამ, არამედ მოსწავლეებისათვის ამ გზის თავად გავლის აუცილებლობამ. ჩემი მიზანდასახულობა ყოველთვის არის მოსწავლეს აღვუძრა და განუვითარო მშენებლობის, კეთების, წარმოების უნარები.
რესურსი, რა თქმა უნდა, შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს. დავაკონკრეტოთ: ქართ. X.8. (საუბრობ იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება/არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს) და ქართ. X.9. (აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან).
რესურსი განკუთვნილია მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლისას, თუმცა მისი გამოყენება სხვა კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ იმდენად, რამდენადაც თვალსაჩინოდ ასახავს უდაბნოდან სახელმწიფოს მშენებლობამდე განვლილ ყველა მთავარ კომპონენტს. ვფიქრობ, ყველა მოსწავლე შეიარაღებული უნდა იყოს ამ ცოდნით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის უკეთ მოწყობის საქმეში ვალდებულია თავისი წილი აგური დადოს. საგაკვეთილო პროცესში ამ გზამკვლევის საშუალებით მოსწავლე თვალნათლის ხედავს ნასწავლი მასალის მიზანდასახულობას.ცოდნასთან ერთად უჩნდება სურვილი იპოვოს საკუთარი ადგილი და როლი , განსაზღვროს მომავალი. ლოგოსი აქციოს შესაქმედ.
წარმოდგენილი რესურსი მრავალჯერადია. დრო ვერ გააუფერულებს. წარმატებით შეუძლია გამოიყენოს ისტორიკოსმა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თემის სწავლებისას მოდიფიცირების გარეშე, ხოლო გარკვეული მოდიფიცირების შემთხვევაში გეოგრაფმა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიულ-ეკონომიკური სწავლების თვალსაზრისით.
სასწავლო პროცესში აღნიშნული რესურსის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა სახელმწიფოებრივი აზროვნების, შეგნების ჩამოყალიბებას. აგრეთვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ჩართვის, ქმნადობის, მოვლის, მოფრთხოლების უნარებს.
რესურსის გამოყენებას არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.
რესურსი განთავსებულია ჩემს ბლოგზე. ამდენად, დღევანდელი ტექნოლოგიების საუკუნეში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. არანაირი პრობლემა არ იქმნება მისი გამოყენების დროს. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში კიდევ მეტად გაამძაფრა ჩვენი ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით მეტი და მეტის მოფიქრებისა და გაკეთების სურვილი.
ვფიქრობ, ურიგო არ იქნება ამ რესურსის გამოყენება სხვა პედაგოგებისათვის. თუმცა ეს უკვე მათი საქმეა. მე დაწვრილებით შევეცადე გადმომეცა თქვენთვის მისი ვარგისიანობა ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა სახელმწიფოებრიობის საკითხი.
Комментариев нет:
Отправить комментарий